„გუდვილის“ არომატული თერაპია;)))))))))))))
(ანუ რატომ მიწევს გული „გუდვილისკენ“!)
სუნი ჩვენთვის ინფორმაციის 10% -ს წარმოადგენს. დანარჩენ ამბავს – 90% თვალით და მოსმენით ვიგებთ.
სურნელების შეგრძნება 2 ნაწილად უნდა დავყოთ! ერთი ნაწილი გონებით კონტროლდება და მეორე – ვერა;)))
პიტნის სუნი, მიხაკ-დარიჩინი, ნაწვიმარი ასფალტი, ვანილი, სველი ლეკვი, ჩვილის კისრის მომჟავო რძის არომატი, ან თუნდაც საღებავის მძაფრი სუნი – შემოეფეთება ჩვენს ნესტოებში, შეეთვისება ყნოსვის ეპითელიუმს და გაქანდება ტვინის ყველაზე ძველ ნაწილში – ლიმბურ სისტემაში…
ლიმბური სისტემა გაუცნობიერებელი რეაქციების „დედაა“, ინსტინქტების, სურვილების, მისწრაფებების „პირველი გაჩერება“;))…
აქ შემოქანებული სიგნალი მოგონებების, ნოსტალგიების და ზოგადად ემოციების სამყაროს უერთდება… სწორედ ამიტომ, თუკი მაღაზიაში ყავის, თბილი რძის ან ნამცხვრების თბილ არომატს ჩააგუბებენ, აუცილებლად წარმატებით გაიყიდება, თუნდაც შედარებით „უვარგისი“ ნივთი, რომელიც თბილი რძის არომატის წყალობით ბავშვობაში გადაგვადგმევინებს ფეხს;)))
არომადიზაინერებმა კარგად უწყიან, ყნოსვადაბინდულები და არომამონუსხულები, როგორ შეგვიტყუონ კომერციიულ ლაბირინთში…
მსოფლიოს ყველა ცნობილ სავაჭრო ცენტრში მუშაობენ სურნელის დიზაინერები, ვისაც ევალებათ „ზუსტი სუნით“ მიიზიდონ კლიენტები…
სურნელება პიარ-ტექნოლოგიების შემადგენელ ნაწილად იქცა…
აი, ამ საინტერესო თემებზე გვექნება სულ მალე საუბრები;)))
პ.ს. რამდენჯერაც შევედი „გუდვილში“, იმდენჯერ გამახსენდა – ჩემი დიდი ბებია, ფხვიერი, ჯემიანი ნამცხვარი, წყნეთის აგარაკი, 55-ე სკოლის ბუფეტი, პირველი გაპრანჭვა და ა.შ ა.შ …
„გუდვილში“ კეთილი მოგონებების და კარგი ცხოვრების ოხშივარი იფრქვევა… ამიტომაც არ მიკვირს, როცა ღიმილით ვთანხმდები სალაროს ოპერატორს, გადავიხადო მოსალოდნელზე მაღალი თანხა…
დღეს ნინიკოს 2 (ზედმეტი) მაისური და ჩემთვის დამატებით 2 ლამაზი (ულამაზესი) შარფი შევიძინე – ფარშის, სარეცხი საშუალებების და საფანელის საყიდლად შესულმა…
ამიტომაც მიყვარს „გუდვილი“. კრუასანის და ვანილის სურნელით გაჯერებული;))) ეს იქნებ, სხვა სუპერმარკეტებისთვის კეთილი რჩევაც იყოს;)))
ესმა