როგორ გაჩნდა „პირველი კულინარი“…

რამდენიმე წლის წინათ აღმოვაჩინე, რომ პირველი კულინარული რვეული 11 წლის ასაკში გადამიწერია. სასასცილო შეცდომებით და ძველმოდური რეცეპტებით, თუმცა ვიპოვე გენიალური ამბებიც, რომელიც უკვე კლასიკაა და ჩვევაში გამიჯდა… დღესაც მახსოვს ის დღე – წყნეთში არდადეგებზე, აგვისტოს ბოლოს, როცა ბალახი გახუნებას იწყებდა, ჩვენი სახლის აივანზე ვიჯექი და გაფაციცებით ვიწერდი დეიდაჩემის რეცეპტების ვანილისსუნიან რვეულს… მერე ბევრი დრო გავიდა. … ვრცლად როგორ გაჩნდა „პირველი კულინარი“…

შეხვედრის ადგილია – „პირველი კულინარი“!

მოგვაწოდეთ თქვენი რეცეპტები და ფოტოები, გახდით ჩვენი ჟურნალის ავტორი და გააცანით მკითხველს თქვენი კულინარული ნიჭი! „პირველი კულინარი“ გემოვნებიანი ადამიანების ჟურნალია. გთავაზობთ: ექსკლუზიურ რეცეპტებს, სილამაზის და ჯანსაღი ცხოვრების რეცეპტებს, სარესტორნო კრიტიკას, კერძისა და ღვინის შეხამებას, გურმანების მოგზაურობას და სხვა საინტერესო გემრიელ ამბებს! „პირველი კულინარი“ – ჩვენი კულინART-ია! ვრცლად შეხვედრის ადგილია – „პირველი კულინარი“!